ომირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:07, 7 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ომირა – დიდი დესპანის ან მოციქულის აღმნიშვნელი დიპლომატიური ტერმინი, პირი, რომელიც მეფის მიერ დიპლომატიური მისიით ხანგრძლივი ვადით იგზავნება სხვა სახელმწიფოში. „საქმესა რასამე ზედა“ წარვლენილი „ომირა – დიდი დესპანი“ ამ ქვეყანაში დიდი პერიოდით მყოფი მოციქულია, რომლის შესახებ სულხან-საბა ორბელიანი ამბობს; „ომირა არს დესპანი სანგრძლივად მყოფი“, მისივე სიტყვებით, ელჩს „დესპანი და ომირა პქვან“. არსებობს მოსაზრება, რომ ეგვიპტე-პალესტინაში არსებობდა ქართველთა მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომლის მთავარ დესპანს ომირა ერქვა.
ლიტერატურა
- სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ობ. 1991;
- ტუხაშვილი ლ. ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიისადა, წგ. I, იბ., 1994.