პროკოპი კესარიელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:22, 4 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პროკოპი კესარიელი – (დაასლ. V ს-ის დასასრული –VI ს-ის 60-იანი წლები), ბიზანტიელი ისტორიკოსი, პროკოპი კესარიელი თავის ნაშრომებში მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა VI საუკუნის საქართველოს შესახებ. იბერიის (ქართლის სამეფოს) ურთიერთობა ირანთან და ბიზანტიასთან VI ს-ის პირველ ნახევარში, გურგენ მეფის აჯანყება ირანის წინააღმდეგ 523, ქართლში მეფობის, 532 „საუკუნო ზავის“ პირობები საქართველოსათვის, ეგრისის ურთიერთობა ბიზანტიასთან და ირანთან, „დიდი ომიანობის“ დაწყება და მიმდინარეობა ეგრისში (ლაზიკაში) ბიზანტიასა და ირანს შორის, მისი გამომწვევი მიზეზები, აბაზგების და აყშილების აჯანყება 550, ჭანების ყოფა-ცხოვრება და ბიზანტიის მიერ მათი დამორჩილება, სანიგების პოლიტიკური ვითარება და სხვ.