რუსეთ-კორეის ხელშეკრულება 1884

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-კორეის ხელშეკრულება 1884 – ხელმოწერილ იქნა 25.VI(7.VII) სეულში. ხელშეკრულებით რუსეთი ამყარებდა დიპლომატიურ ურთიერთობას კორეასთან. რუსი ვაჭრებისათვის ღია იყო პორტები – ინჩხონი, ვონსანი, პუსანი, ასევე ქალაქები: სეული და იანხვაჯინი. ქალაქებში რუს ვაჭრებს უფლება ჰქონდათ, არენდით აეღოთ ანდა ეყიდათ მიწები, აეშენებინათ სახლები, საწყობები და ქარხნები. მხარეთა სამხედრო გემებს უფლება ჰქონდათ, ესარგებლათ ისეთი პორტებითაც, რომლებიც დახურული იყო უცხოელი ვაჭრებისათვის, მოეხდინათ იქ გადაღებები და გაზომვები. ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო რუსეთ-კორეის დაახლოებას, ამ ორ ქვეყანას შორის ინტენსიური ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები