საერთაშორისო ზრდილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:49, 22 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

~ საერთაშორისო ზრდილობა – კეთილმეზობლობის, მეგობრობის, სტუმართმოყვარეობის აქტები, უცხოეთის სახელმწიფოებისა და მათი მოქალაქეებისათვის შეღავათებისა და პრივილეგიების მინიჭება არა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მოთხოვნის ძალით, არამედ ასეთი აქტების განმახორციელებელი სახელმწიფოების კეთილი ნებით. არ არის აუცილებელი, რომ საერთაშორისო ზრდილობის აქტებს მოჰყვეს ანალოგიური საპასუხო ქმედება და ახლდეს ნაცვალგების პირდაპირი მოთხოვნა, თუმცა ხშირად ეს იგულისხმება და სასურველია. საერთაშორისო ზრდილობის აქტების დაუცველობა შეიძლება შეფასდეს როგორც არამეგობრული ქმედება, მაგრამ არ ითვლება საერთაშორისო ვალდებულების დარღვევად და არ იწვევს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. დიპლომატიური ეტიკეტის წესების უმრავლესობა საერთაშორისო ზრდილობის ნორმებს წარმოადგენს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები