ჰალი კორდელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:29, 7 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კორდელ ჰალი – (ინგლ. Cordell Hull, დ. 2 ოქტომბერი, 1871, ტენესი − გ. 23 ივლისი, 1955, ვაშინგტონი), აშშ-ის პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი.
წარმომადგენელთა პალატის წევრი – 1907-21 და 1923-31; სენატორი – 931-33; სახელმწიფო მდივანი – 1933-34; ვაშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ლონდონის ეკონომიკურ კონფერენციაზე – 1933; ამერიკათაშორის კონფერენციებზე მონტევიდეოში – 1933; ბუენოს-აირესში – 1936 და ლიმაში – 1938; მონაწილეობდა „აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებაში ურთიერთდახმარებისას გამოყენებული პრინციპების შესახებ“ საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეთანხმების (1942)) შემუშავებაში, ასევე მოსკოვის კონფერენციის 1943 მუშაობაში. 1944 თანამდებობიდან გადადგა.