სეიმური ჯორჯ ჰამილტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:50, 7 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეიმური ჯორჯ ჰამილტონ – (ინგლ. Sir George Hamilton Seymour, 21 სექტემბერი 1797 - 2 თებერვალი 1880), ბრიტანელი დიპლომატი.

1817-19 დიპლომატიურ სამუშაოზეა ნიდერლანდის სამეფოში;
1819-22 მსახურობდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში;
1830-35 იყო დესპანი ფლორენციაში, ხოლო
1836-42 – ელჩი ბრიუსელში, სადაც დიდ ზეგავლენას ახდენდა 1830 აღმოცენებული ბელგიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაზე;
1846-50 ელჩად მსახურობს პორტუგალიაში;
1851-54 – ელჩი რუსეთში.
1853-56 ყირიმის ომის დროს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაწყდა, რის გამოც ჯორჯ სეიმური პეტერბურგიდან გაიწვიეს; 1855-58 იყო ელჩი ავსტრიაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები