წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისაჲ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:36, 2 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისაჲ" – (XIII ს. 40-იანი წლები), ქართული სამართლის ძეგლი. დაწვრილებით გადმოგვცემს მეფის კურთხევის ცერემონიალს, შეიცავს საყურადღებო ცნობებს სამეფო ხელისუფლების, მოხელეთა აპარატისა და სახელმწიფო დარბაზობის შესასწავლად. ს. კაკაბაძე ვარაუდობდა - შესაძლოა ეს ძეგლი ლაშა–გიორგის მეფედ კურთხევისთვის საგანგებოდაც შეადგინესო. ნ. ბერძენიშვილის აზრით, ძეგლი რუსუდანის გამეფების მომდევნო ხანას უნდა ეკუთვნოდეს.
ტექსტი და ლიტერატურა:
ი. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, I, 1928.