არწივი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 18 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არწივი – არ იყო ეგვიპტეში საკრალური ფრინველი, თუმცა სტრაბონი და დიოდორე მოგვითხრობენ, რომ თებეში არწივს ეთაყვანებოდნენ. მცირერიცხოვანი არწივის მუმიები, რომლებიც სვავების და შევარდენების სასაფლაოებზეა აღმოჩენილი, აქ იმიტომ მოხვდა, რომ ეგვიპტელები მათ ერთი ოჯახის ფრინველებად თვლიდნენ და შევარდნის სახელი ახომი კოპტურში არწივის აღმნიშვნელი სიტყვა გახდა.