სინოპტიკური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სინოპტიკური რუკა - (ამინდის რუკა), ზოგად-გეოგრაფიული რუკა, რომელზეც სპეციალური პირობითი ნიშნებით არის ასახული მეტეოროლოგიური ინფორმაცია. არის დედამიწისპირა (მათზე ნაჩვენებია დედამიწის ზედაპირთან მეტეოროლოგიური დაკვირვების შედეგები) და მაღლივი (ატმოსფეროს ზონდირების შედეგებით) რუკები.
სინოპტიკური რუკა გამოიყენება ჰიდრომეტეოროლოგიური (მეტეოროლოგიური) უზრუნველყოფის ამოცანების გადაწყვეტის დროს.