გნოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:33, 26 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გნოლი – (Perdix perdix), ფრინველი ხოხბისებრთა ოჯახიდან. სიგრძე საშუალოდ 35 სმ. მამლის წონა 500 გრამა დედლის — 350 გრ. გნოლი რუხი ფერისაა შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს, მკერდზე ნალისებური შავი ლაქა აქვს.
გავრცეკებულია ევროპა, ახიასა და ამიერკავკასიაში. საქრთველოშიც ბინადრობს ჯავახეთში, ადიგენის, ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლემდე, მინდორ-ველებზე, ყანებსა და სათიბებში. იშვიათი ფრინველია და ხასიათდება კლებადი რიცხოვნებით. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.