ტარიგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 21 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტარიგი - შესაწირვი ძღვენი, უბიწო კრავი, ლიტურგიის ერთ-ერთ პირველ ნაწილში კვეთის დროს მღვდელი ხუთი სეფისკვერიდან იღებს ერთ-ერთს, ჯვრიანს, რომლის შუაგულიდანაც ამოკვეთს ოთხკუთხედ ნაწილს და დებს ფეშხუმის შუაგულში, სიმბოლურად ეს წარმოადგენს ტარიგს, ანუ იესო ქრისტეს, ხოლო სეფისკვერი საიდანაც ამოკვეთეს ტარიგი სიმბოლურად არის ღვთისმშობელი.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.