კისელი „ვიტამინი“
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 26 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კისელი „ვიტამინი“
20 გრ გამომშრალი ასკილი;
440 გრ წყალი;
40 გრ შაქარი;
20 გრ კარტოფილის სახამებელი;
1 ჩ/კ ლიმონის წვენი.
ასკილს დავასხათ ცხელი წყალი და შევინახოთ თავდახურულ ჭურჭელში რამდენიმე საათის განმავლობაში გაჯირჯვებამდე. შემდეგ ასკილი ამავე წყალში 10-12 წუთით ვადუღოთ და ნახარში გადავწუროთ. გაცივებულ ნახარშის ნაწილში გავხსნათ სახამებელი. დარჩენილ ნაწილს დავუმატოთ შაქარი, ლიმონის წვენი და წამოვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ სახამებელი და ისევ წამოვადუღოთ.