კლემენტი მუციო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:39, 25 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მუციო კლემენტი – (23 იანვარი 1752, რომი – 10 მარტი 1832, ივშემი, ინგლისი) ინგლისელი პიანისტი, პედაგოგი, კომპოზიტორი,დირიჟორი. ეროვნებით იტალიელი. ე.წ. ლონდონური სკოლის ფუძემდებელი. XIX საუკუნის დასაწყისში მუშაობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მუციო კლემენტი საფორტეპიანო სონატის კლასიკური ფორმის ერთ-ერთი შემქმნელია. პედაგოგიურ რეპერტუარს შემორჩა მისი ეტიუდები (კრებული „გზა პარნასისკენ“). ავტორია ნაშრომისა „ფორტეპიანოზე დაკვრის მეთოდიკა“ (1801). მუციო კლემენტი იყო რამდენიმე მუსიკალური გამომცემლობისა და საფორტეპიანო ფაბრიკის მფლობელი.