კოდალასებრნი
კოდალასებრნი (ლათ. Picidae) − ფრინველთა ოჯახი კოდალასნაირთა რიგიდან. ოჯახი შეიცავს პატარა და საშუალო სიდიდის ფრინველებს, მოკლე და საკმაოდ უხეში ბუმბულსაფარველით, ჭრელი, ხშირად მკვეთრი შეფერილო- ბით. დიდ და მაგარი თავის ქალასთან უძრავად და მტკიცედაა შეერთებული ნისკარტზედა. ნაკლებად მოძრავია კვადრატული ძვალიც, ხოლო ცხვირის ტიხარი მთლიანი და მასიურია. ნისკარტი – სწორი, მაგარი და ბოლოში სა- ტეხისებური. ნესტოები დაფარულია ჯაგრისებური ბუმბულით. კარგადაა გან- ვითარებული კისრის კუნთები. ენა მრგვალი და მეტად გრძელია, წვეროში მაგარი და წვეტიანი, ხოლო წვეტის მახლობლად გვერდებზე ხორკლიანია. დიდ ჭრელ კოდალას 9 სმ-ის სიღრმიდან შეუძლია ენით მწერის ამოყვანა. ეს ხერხდება ენისქვეშა ძვლის გრძელი ტოტების მეშვეობით, რომლებიც თავის ქალას უკანიდან ეხვევიან, კანის ქვეშ თხემზე გადადიან და ცხვირის ღრმუ- ლამდეც კი აღწევენ. ფეხები მოკლეა, მაგრამ თითები გრძელია და შეიარაღებულია მახვილი, მოკაუჭებული ბრჭყალებით. წინ მიმართული 2 თითი ძირში ერთმანეთთან შეზრდილია (სურ. 4, ზ). უკან მიმართული 2 თითიდან, გარეთას (მეოთხეს) შეუძლია გვერდზე შებრუნება. ფეხის ასეთი აგებულება მოხერხებულია ხის ღეროს ვერტიკალურ ზედაპირზე არა მარტო ცოცვისათვის, არამედ ხის ქერ- ქის ან მერქნის ამოტეხის დროს, მასზე საიმედოდ მოსაჭიდებლად. ამ დროს დიდ როლს ასრულებს სოლისებური კუდის მოქნილი და მაგარი ბუმბულები, რომლებსაც ფრინველი ეყრდნობა. საჭის ბუმბულები 5 წყვილია (სურ. 207, ბ). მე-6 წყვილი რუდიმენტულია. განგურის დროს საჭის შუა წყვილი იცვლება დანარჩენების ზრდის დამთავრების შემდეგ. ფრთები შედარებით ფართო და ბლაგვია. ფრენენ საკმაოდ ცუდად – მძაფრად, მაგრამ ტალღისებურად. მონოგამიური ფრინველებია. ინკუბაციასა და მართვეების აღზრდაში მონაწილეობს ორივე სქესის ფრინველი. ბუდობენ ფუღუროებში, რომლებ- საც თვითონვე ამოტეხენ დამპალ ან რბილმერქნიან ხეებზე. ზოგიერთი ბუ. დობს სოროებშიც. დებენ 2-დან 8-მდე კვერცხს (მაქცია 6–12 კვერცხს). საინკუბაციო პერიოდი 12–14 დღემდე გრძელდება. ბარტყები იჩეკებიან შეუმოსავი და თვალებაუხილველნი და დიდხანს რჩებიან ბუდეში. კოდალასებრნი მობინადრე, იშვიათად მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან. მხოლოდ მაქციაა გადამფრენი. იკვებებიან ყოველნაირი მწერებით, უპირა- ტესად მეხეური, ე. წ. ქსილოფაგებით (ხარაბუზები, ქერქიჭამიები, ლაფნიჭა- მია, პეწიანები და სხვ.). ჭამენ ჭიანჭველებსაც, აგრეთვე მცენარეთა, განსა- კუთრებით წიწვიანთა თესლებს. ზოგიერთი ზიანის მიუხედავად, კოდალებს დიდი სარგებლობა მოაქვთ ტყეებისათვის საშიში ქსილოფაგი მწერების მა- სობრივად განადგურებით. კოდალასებრთა ოჯახს ყოფენ 3 ქვეოჯახად. მათგან საქართველოში წარ- მოდგენილია 2 ქვეოჯახი 4 გვარით. მაქცია გამოირჩევა თავისებური ნიშნე- ბით, რასაც შეიძლება გავეცნოთ სახეობის აღწერის დროს.