მოსიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა მოსიძე

შალვა მოსიძე – (28. XII. 1936, ჭიათურა), გუნდის დირიჟორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ზ. ფალიაშვილის სახელობის (1997) და საერთაშორისო (1986, 1989) კონკურსების ლაურეატი. 1967 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო -სადირიჟორო განყოფილება. 1970 ჩამოაყალიბა გორის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე გოგონათა კამერული გუნდი, რომელსაც 2013-მდე ხელმძღვანელობდა. მოვლილი აქვს გასტროლებით მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. 1976 შექმნა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა (ქალთა) გუნდი. 1980- იდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში. გორის გოგონათა გუნდი, რომელსაც მოსიძე ხელმძღვანელობდა, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო, აღიარებული კოლექტივია. მის რეპერტუარში შედის მსოფლიო მუსიკალური კლასიკის, აგრეთვე მრავალი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები. გორში 1986-იდან ყოველწლიურად იმართება საგუნდო მუსიკის ფესტივალები.

გ. ტორაძე



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები