ეთერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:34, 29 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეთერი – (ბერძნ.) მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცის განსახიერება, ზევსის სავანე. მითოსის თანახმად, ქაოსიდან გაჩნდნენ ერებოსი (წყვდიადი) და ნიქსი (ბნელი ღამე). ისინი სიყვარულით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შვეს ვაჟი – ეთერი.
მოგვიანებით ეთერი უწოდეს სამყაროს უკიდურეს ზედა ფენას, საიდანაც იშვნენ მზე, ვარსკვლავები და სადაც ბინადრობდნენ ღმერთები. ეთერი ითვლებოდა სამყაროს პირველსაწყისად.