ჯურხაის ფარი (ლექსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯურხაის ფარი – ერთსტროფიანი ლექსი, სადაც საომარი იარაღი პერსონიფიცირებულია და სიმბოლურად საქართველოს გმირულ ისტორიულ წარსულზე მიგვანიშნებს:

ბეთლემის კარზე ჰკიდია
გოჟა ჯურხაის ფარიო.
მაუვლის ომის წაღილი,
ხანდისხან შასძრავს ქარიო.

ეს ლექსი განსხვავებული ვარიანტით პირველად ი. ჭავჭავაძემ დაბეჭდა ჟურნალ „კრებულის“ 1873 წლის მე-10 ნომერში. ლექსის მტკიცედ ფორმირებული სტრუქტურა დროთა განმაელობაში მის სერიოზულ ცვლილება-კრისტალიზაციის პროცესზე მიუთითებს.

გ. შეთეკაური


ლიტერატურა

  • ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, ქუთაისი, 1934, გვ. II;
  • ქს. სიხარულიძე, ნარკვევები, I, თბ., 1958, გვ. 53-54; 206-207;
  • ხალხური სიბრძნე, ტ. IV, თბ., 1956, გვ. 96.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები