ვანკუვერი ჯორჯ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:44, 29 იანვარი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯორჯ ვანკუვერი – (ინგლ. George Vancouver; დ. 22 ივნისი 1757 (ზოგ წყაროში 1758) – გ. მაისი 1798), ინგლისელი მეზღვაური და მოგზაური, ჯემს კუკის თანამგზავრი მეორე და მესამე მოგზაურობის დროს, მან აღწერა ჩრდილო ამერიკის მთელი დასავლეთი სანაპირო კალიფორნიიდან ალასკამდე, ზღვის გასასვლელის საძებრად წყნარი ოკეანიდან ატლანტის ოკეანეში. მისი სახელი ეწოდა კუნძულს, რომელიც მოთავსებულია ჩრდილო ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან.