ამარილდო ამარო ტავარეს და სილვეირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 11 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სილვეირა ამარილდო ამარო ტავარეს – (პორტ. Amarildo Tavares da Silveira; დ. 29 ივლისი 1939, კამპუს-დუს-გოიტაკაზისი), ბრაზილიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა „ფლამენტოში“ (1956-62), „ბოტოფოგოში“ (1962-63), იტალიის „მილანში“ (1964-67), „ფიორენტინაში“ (1967-70) „რომაში" (1970-71). მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონთა თასის (1963) მფლობელი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი (პირველი: 24.6. 1962 პარაგვაი 4-0, ბოლო: 23.5. 1963 ისრაელი 6-0) და გაიტანა 8 გოლი.