ამორო მანუელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 12 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მანუელ ამორო – (ფრანგ. Manuel Amoros; დ. 1 თებერვალი 1962, ნიმი), ფრანგი ფეხბურთელი, მცველი. 1977 წლიდან თამაშობდა „მონაკოში, 1989-1993 წლებში იცავდა მარსელის „ოლიმპიკის" ღირსებას. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 82 მატჩი (პირველი: 23.2.1982 იტალია (2-0) და გაუტანა 1 გოლი. მონაწილეობდა მსოფლიოს 1982 და 1986 ჩემპიონატებში. 1993 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.