ექსპოზიცია (ლიტერატურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 17 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ექსპოზიცია – (ბერძ. expositio გადმოცემა, მტკიცება), სიუჟეტიანი მხატვრული ნაწარმოების კომპოზიციის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც დახასიათებულია ის გარემო, რომლის ფონზე იშლება სიუჟეტი, ან გადმოცემულია პერსონაჟთა თავგადასავლის ის მონაკვეთი, აგრეთვე ისეთი მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებენ კვანძის გახსნას, მაგ. გ. წერეთლის „პირველ ნაბიჯში“ ექსპოზიციას წარმოადგენს რომანის ის თავები, რომლებშიც მოთხრობილია საქართველოში კაპიტალიზმის განვითარების პირველი ნაბიჯები და ბახვას ბავშვობის ამბავი.