იდილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:24, 18 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდილია − (ბერძნ. eidyllion – პატარა ლექსი) – ანტიკური ბუკოლიკური მსუბუქი, უდარდელი ცხოვრების სურათების ამსახველი მცირე ლექსი. იდილია ეწოდებოდა ანტიკური პერიოდის ბერძენი პოეტის თეოკრიტეს ლექსების კრებულს. ამ ლექსთა უმეტესობა წარმოადგენდა პატარ-პატარა სცენებს, რომელთა მოქმედი პირები იყვნენ მწყემსები, გლეხები, ქალაქის დაბალი ფენების წარმომადგენლები. თეოკრიტეს მიმბაძველებმა უფრო მეტად ბუნების წარმოსახვა გააძლიერეს თავიანთ ნაწარმოებებში.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები