კოდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:09, 25 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოდა – (იტალ. coda, სიტყვასიტყვით – კუდი), მუსიკალური ფორმის დასკვნითი ნაწილი, რომელიც ავსებს და ასრულებს ნაწარმოებს. კოდა მდგრადია, მასში შეიძლება გამოიყენებოდეს ტონიკური საორგანო პუნქტი, მელოდიურ-ჰარმონიული შებრუნებები, ნაწარმოების განმაზოგადებელი თემატური მასალა. კონტრასტული თემების მქონე რთული პიესების კოდაში ხშირად შედის პიესის შუა ნაწილის თემა, როგორც გახსენება.