მეტრული ლექსწყობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:27, 24 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტრული ლექსწყობალექსწყობის უძველესი (ანტიკური) სისტემა, წარმოიშვა საბერძნეთში. გარდა ძველი ბერძნულისა და ლათინურისა, მეტრული ლექსწყობა დამახასიათებელია თანამედროვე არაბული და სპარსული პოეზიისათვის.

მეტრული ლექსწყობა ემყარება გრძელი და მოკლე მარცვლების კანონზომიერ განმეორებას, რაც ლექსს მუსიკალურ ელფერს აძლევს. საერთოდ ანტიკურ ლექსს საფუძვლად სიმღერა ედო. ადრე იგი იმღერებოდა, ხოლო შემდეგ რეჩიტატივით წარმოითქმოდა.

გრძელი და მოკლე მარცვლების გარკვეული სისტემა, ერთობლიობა ქმნის ტერფს, რომელიც ანტიკური ლექსის ძირითადი საზომი ერთეული იყო. დროის უმცირეს მონაკვეთს, რომელიც საჭირო იყო მოკლე მარცვლის წარმოსათქმელად, ეწოდებოდა მორა. ორი მოკლე ხმოვანი (ორი მორა) ერთ გრძელ ხმოვანს უდრიდა.

მეტრული ლექსწყობა ტერფის ოცდაათამდე სახეობას მოიცავს. მათგან აღსანიშნავია:


ორმარცვლიანი ტერფები:

პირიქი ‿ ‿ ქორე _ ‿
იამბი ‿ _ სპონდე _ _
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები