ბატონები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბატონები – სნეულების მომტანი სულები. როცა ბატონები ეწვევიან ოჯახს, სადაც პატარა ბავშვია, მათ პატივით ეგებებიან; ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც მათ სიამოვნებთ. ბატონებს წითელი ფერი უყვართ, ამიტომაც ბატონებით დაავადებული ბავშვის ოთახს წითლად მორთავენ ხოლმე; ჩუმად დადიან, ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, რათა როგორმე მათი გული მოიგონ და სახლიდან კმაყოფილნი გაისტუმრონ. უმღერიან საგანგებო სიმღერას „იავ ნანა, ვარდოვ ნანა, იავნანინაო...“