ამან-პირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:36, 29 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამან-პირ-ი (თაბ. Аман-пIир) – თაბასარანული საკულტო ობიექტი – წმინდა წყარო, რომელთანაც წმინდა ხე ხარობს; დაკავშირებულია წმინდანის სახელთან, რომლისთვისაც ურწმუნოებს ახლომდებარე გორაკზე თავი მოუკვეთავთ; თავი გორაკიდან დაგორებულა, წყაროსთან შეჩერებულა და წმინდანიც იქვე დაუმარხავთ. მის საფლავზე აღმოცენებულა წმ. ხე, რომლის ფესვებს წყარო ამოუხეთქავს. ამ დღიდან მოყოლებული სოფ. დჲუბეყის მოსახლეობა სტიქიური თუ სხვა სახის უბედურებისგან თავდაცვის მიზნით, წყაროსთან ლოცულობს და მსხვერპლს სწირავს.



ლიტერატურა

Алимова Б. М. Табасаранцы. XIX – начало XX в. Историко-этнографическое исследование. Махачкала 1992.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები