აბდულა-ბეგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:35, 9 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბდულა-ბეგი, არჩილი – ქართლის მეფის იესეს (ალიყული-ხანი) ძე, სამეფოს ტახტის პრეტენდენტი.
1747 წელს თეიმურაზ II სპარსეთში გაემგზავრა და ქართლის სამეფო მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში — სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშები და ერეკლე II-ს შეებრძოლა. ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, 1748 წელს, ერეკლე II-მ გაიმარჯვა.