ჭანტურია ვოლტერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:14, 10 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვოლტერ ჭანტურია – (1926-2007), ქართველი მწერალი, დაიბადა აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში. იყო შორეული ნაოსნობის მეზღვაური (უფროსი მექანიკოსი, გემის კაპიტნის თანაშემწე, პირველი თანაშემწე). წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბათუმის საზღვაო სასწავლებელს.
გამოცემული აქვს წიგნები: „პოსეიდონი“, „ზღვის რაინდი“ (დუკუმენტური მოთხრობა, 1977), „შორეულ ნაოსნობაში“ (ნარკვევები რუსულ ენაზე, 1980), „ზღვის კაპიტანი" (მოთხრობები, 1983), „შუაგულ ოკეანეში“ (1996) და სხვ.