აბეშლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:49, 15 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბეშლა – ტომი მცირე აზიაში, იხსენიება ტიგლათფილესერ I-ის (ძვ.წ. 1115-1077 წწ.) წარწერებში. ასურულ ტექსტებში აბეშლის სინონიმად იხმარებოდა „ქაშქა“. ფონეტიკურად „აბეშლა“ ემსგავსება ანტიკურ ხანაში აღმოსავლეთ შავიზრვისპირეთში მცხოვრები ტომის აფსილების (ქართ. აფშილები) სახელს.