ისოკეფალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:25, 30 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ისოკეფალია – (ბერძ. isos – თანასწორი, თანაბარი; kephale - თავი), ძველად გავრცელებული მრავალფიგურიანი კომპოზიციების აგების ხერხი, რომლის დროსაც ყველა ფიგურის თავი ერთ სიმაღლეზე თავსდება, ერთიან ჰორიზონტალურ რიგად განლაგდება. ტერმინი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ანტიკური ხელოვნების მისამართით.