ღალიძგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:50, 12 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღალიძგა – მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. ღალიძგა სათავეს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ხოჯალის მახლობლად იღებს. მდინარის სიგრძე — 53 კმ, აუზის ფართობი — 483 კმ². ღალიძგა შავ ზღვას ქ. ოჩამჩირის აღმოსავლეთით ერთვის. შუა საუკუნეებში მას ეგრისწყალი ეწოდებოდა. სახელწოდება ღალიძგა მეგრულად „ღელის ნაპირს“ ნიშნავს და თავიდან ამ მდინარისპირას მდებარე სოფელს ერქვა.