ახალი ათონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:06, 24 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალი ათონი, (ფსირცხა) – (ინგლ, Akhali Aphoni, რუს. Новый Афон), (ინგლ. Psirtskha, რუს. Псырцха), ზღვისპირა ქალაქი და კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ქ. გუდაუთიდან 7 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კოლხეთის დაბლობზე, ივერიის მთის კალთებზე, ზღვის დონიდან 7-80 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი.

ჰავა – ზღვისპირა, სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6,4°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,8°C. ჰაერის წლიური ფარდობითი ტენიანობა 70%-ია, ნალექების წლიური რაოდენობა 1598 მმ-ია, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2130 საათია. ზაფხულში ზღვის წყლის ტემპერატურაა 22-26°C.

გორაკები ახალ ათონში დაფარულია ციტრუსების ნარგავებითა (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი) და ზეთისხილის კორომებით, რომლებიც შემოფარგლულია კვიპაროსებით. ზღვის სანაპირო ზონას ამშვენებს განსაცვიფრებელი სილამაზის პარკი, მდიდარი დეკორატიული სუბტროპიკული მცენარეულობით (პალმები, დაფნები, ევკალიპტები, მაგნოლიები, ოლეანდრები და სხვ.).

ახალი ათონის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა ნოტიო, სუბტროპიკული ჰავა; ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი; კარსტული გამოქვაბულის მიკროკლიმატი.

ახალი ათონის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.) და სპელეოთერაპია.

ჩვენებები ახალ ათონში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ახალ ათონსა და მის მიდამოებში მართლმადიდებლური ეკლესია ივერიის მთაზე, ახალი ათონის მიდამოებში (IX-X საუკუნეები); მოციქულ სვიმეონ კანანელის სახელობის მართლმადიდებლური გუმბათიანი ეკლესია ახალ ათონში (IX-X საუკუნეები); რიწის ტბა; ახალი ათონის მღვიმე და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები