ქვაყრელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქვაყრელი – დასახლება თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონი (საბურთალო); საბურთალოს ტერიტორიაზე XIX საუკუნეში წარმოშობილი სოფლური დასახლება. მდებარეობდა მტკვრის მარჯვენა მხარეს. ეკავა დაახლოებით ახლანდელი სპორტის სასახლისა და მისი მიმდებარე ტერიტორია. განაშენიანება დაიწყო XX საუკუნის 30-იანი წლებიდან.