კორგანოვი გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:13, 27 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელ ივანეს ძე კორგანოვი − (12.01.1806-04.06.1879), სომეხი გენერალ-მაიორი (15.05.1862).

დაიბადა ტფილისში. გენერლებ სოლომონ და იოსებ კორგანოვების (1811-1870) ძმაა. დაამთავრა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი და პეტერბურგის საინჟინრო სასწავლებელი. საინჟინრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა 21-ე საარტილერიო ბრიგადაში. მონაწილეობდა (1826-1828) წლების რუსეთ-სპარსეთის, (1828-1829) რუსეთ-თურქეთის და (1853-1856) წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) ომებში. უკანასკნელი ომის დროს ხელმძღვანელობდა ყარსის ციხის განიარაღებას. მსახურობდა ქუთაისის გუბერნიის სახაზო ბატალიონების ინსპექტორად. 1851-1853 წლებში მეთაურობდა საარტილერიო სამთო ბრიგადას. საერთო ჯამში ჯარში იმსახურა 40 წელი და გაიარა გზა ფოიერვერკერიდან კავკასიის არმიის არტილერიის უფროსამდე, 1862 წელს გავიდა თადარიგში მუნდირით და პენსიონით. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარ. ორდენით (1849 წლის 18 ნოემბერი).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები