ალაზნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:19, 22 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალაზნი – მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში. ზღვის დონიდან 71 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე — 70 კილომეტრი, სიგანე — 18 კილომეტრი. ზედაპირის ფართობი — 605 კმ².

ალაზანი მტკვრის აუზს ეკუთვნის. ეს მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე იწყება და მინგეჩაურის წყალსაცავს დამოუკიდებლად ერთვის. მდინარის ზემო ნაწილი შენაკადებითურთ კავკასიონის სამხრეთ კალთებსა და საშუალო მთიან ზონაში გაედინება. სოლო ალაზნის შუა და ქვემო ნაწილი უმეტესად ვრცელ ვაკეზე გაედინება. ალაზნის ვრცელი მარცხენა შენაკადები წვიმისა და თოვლის დნობის პერიოდში წყალუხვობით გამოირჩევიან, ხოლო ზაფხულობით მუდმივი ნაკადები არ გააჩნიათ. წყალდიდობის და წვიმების დროს ჭალები წყლით იფარება. ალაზანს ქვემო ნაწილში მკვეთრად გამოხატული კალაპოტი არ გააჩნია. ალაზნის მარჯვენა შენაკადებია – ილტო, ორვილი, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი და სხვ. მარცხენა შენაკადებია − სტორი, ლოპოტა, ინწობა, დურუჯი, ჩელთი, ავანისხევი, ლაგოდეხისწყალი და სხვ.


წყარო

საქართველოს გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები