პენია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პენია – (ბერძნ.) სიღარიბის განმასახიერებელი ღვთაება.
იგი არ გვხვდება ხალხურ მითოლოგიაში. მისი სახე ძვ.წ. V-IV საუკუნეების მწერალთა და ფილოსოფოსთა (არისტოფანესი, პლატონი და სხვები) ფანტაზიის ნაყოფია.
რომში ამ ქალღმერთს პაუპერტასს ან ეგესტასს უწოდებდნენ.