პროკრუსტეს საწოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პროკრუსტეს საწოლი – (ბერძნ.) ავაზაკ პროკრუსტესს (პროკრუსტეს) ჰქონდა ერთი საწოლი, რომელზეც აწვენდა ხოლმე შეპყრობილ მგზავრებს. თუ ისინი მოკლეები აღმოჩნდებოდნენ, ავაზაკი მათ ჭიმავდა, გრძელებს – ზედმეტ ნაწილს აჭრიდა. მანიით შეპყრობილი ეს ყაჩაღი მოკლა თესევსმა. „პროკრუსტეს საწოლი“ ფრთიან გამოთქმად იქცა და იმ ხელოვნურ ჩარჩოს გულისხმობს, რომელშიც მოუთავსებელთა ჩატევა სურთ.