აზოვის ქაშაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აზოვის ქაშაყი

აზოვის ქაშაყი – Caspialosa brashnikovi maeotica Grimm, 1901

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ქაშაყისებრნი
სახეობა: აზოვის ქაშაყი

თევზი ქაშაყისებრთა ოჯახისა. მუცლის ქიცვები 31-35-ია, საშუალოდ – 33,3. ლაყუჩის პირველ რკალზე 33-46 ჩხირია, საშუალოდ – 40. მალების რიცხვი 48-52-ია, საშუალოდ – 50,4 (უროსტილის ჩაუთვლელად). ყბებზე კბილები აქვს. სხეული დაბალი. პირი დიდი. ზედა ყბა თვალის შუალედ ვერტიკალს უკან სცილდება. ქვედა ყბა ზედა ყბის თანაბარია ან ოდნავ წინაა წამოწეული, თვალებზე ცხიმოვანი ქუთუთოები აქვს. ლაყუჩის ჩხირები წვრილები და სწორია, მიჯრით სხედან, ბოლოებზე წაწვეტებულია, ლაყუჩთა ფურცლებზეც კი მოკლეა. ზოგჯერ სხეულზე მუქი ლაქების რიგები აქვს აზოვის ზღვის ქაშაყის აბსოლუტური სიგრძე 330-მმ-მდე და მეტსაც აღწევს.

სარჩევი

გავრცელება

გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში. შავ ზღვაში ქერჩის სრუტის შესავალთან ბინადრობს და ამიერკავკასიის სანაპიროების გასწვრივ ბათუმამდე გვხვდება (ცალკეული ეგზემპლარების სახით), მოიპოვება რუმინეთის სანაპიროებში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შედის ზღვის ყურეებში. აზოვის ზღვაში ზაფხულში გვხვდება, შედის ტაგანროგის უბეში და დონის დელტის ადგილებში.

ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა

აზოვის ქაშაყი გუნდური პელაგური თევზია, სხვა ქაშაყებთან შედარებით ის ყველაზე უფრო სიცივის მოყვარულია. მდინარეში არ შედის, მაგრამ ზოგჯერ მდ. დონის დელტაში გვხვდება.

ტოფობა

ტოფობა აზოვის ზღვაში, როგორც ფიქრობენ, ტაგანროგის უბის დასავლეთ ნაწილში ხდება. ნაწილობრივ მდ. დონის შესართავთანაც ყრის ქვირითს. ნანადირევ თევზებში უმთავრესად მსხვილი რასის, ორ-სამწლიანები ჭარბობენ, ხოლო წვრილ რასაში კი – ორწლიანები.

კვება

აზოვის ქაშაყი მტაცებელია და წვრილი თევზებით იკვებება, უმთავრესად ტიულკებით, ქაფშიებით, ქარსალებით და სხვ.

მიგრაცია

ზამთრობს შავ ზღვაში. აზოვისა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ყველაზე ადრე იწყებს მიგრაციას ქერჩის სრუტეში, ჩვეულებრივ, მარტში გამოჩნდება ხოლმე. აგვისტო-სექტემბერში წვრილი ქაშაყები მიდიან.

სარეწაო მნიშვნელობა

აზოვის ქაშაყის სარეწაო მნიშვნელობა შედარებით ნაკლებია. ქერჩის სრუტეში იჭერენ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, აზოვის ზღვაში – ზაფხულში, შავ ზღვაში – ზამთარში, ჭერის იარაღია სანაპირო და ჩასადგამი დიდბადეებია და სხვ.

გამოყენება

ქერჩის სრუტეში აზოვის ქაშაყი მეტად მსუქანია. მას შავი ზღვის ქაშაყთან ერთად ამზადებენ.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები