ალაზნის ტობი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:02, 19 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალაზნის ტობი – Chondrostoma Schmidt Berg 1910
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი:ტობები
თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ხახის კბილები 6-5. მკერდის ფარფლები გრძელია; სხეულის სიგრძეში (უკუდოდ) 5-ზე ნაკლებჯერ თავსდება. მკერდის და მუცლის ფარფლებთა შორისეული მანძილის 3/4-ზე მეტს ფარავენ. თვალები დიდებია. 108 მილიმეტრის სიგრძის ეგზემპლარებში თვალის დიამეტრი შუბლის სიგანის 3/4 აღემატება. კუდის ფარფლის სიგრძე თავის სიგრძეს სჭარბობს. კუდის ღეროს სიგრძე სხეულის უდიდეს სიმაღლეზე ნაკლებია, ცნობილია მხოლოდ ერთი ეგზემპლარი 108 მილიმეტრის სიგრძისა მდ. ალაზნიდან. ეს სახე აღწერილია ერთადერთი ეგზემპლარის (108 მმ სიგრძისა) მიხედვით, რომელიც მოპოვებულია მდ. ალაზანში (ნაფარეულთან).