ნანდუსებრნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:34, 16 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნანდუსებრნი – Rheidae
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ნანდუსნაირნი
ოჯახი: ნანდუსებრნი
ფრინველთა ოჯახი, აერთიანებს საკმაოდ მოზრდილ ფრინველებს, რომლებსაც შედარებით კარგად აქვთ განვითარებული ფრთები, მაგრამ ფრენის უნარი არ შესწევთ. ფეხებზე სამ-სამი თითი აქვთ. მამრი ცხოვრობს პოლიგამურად. კრუხად ჯდება და შემდეგ მართვეთა აღზრდაზე ზრუნავს მხოლოდ მამრი. კრუხობა გრძელდება 42 დღემდე. გავრცელებულია სამხრეთი ამერიკის ტრამალებში. ცნობილა ჩვეულებრივი ნანდუ , რომლის სხეულის სიმაღლე 1,5-მდეა გვხვდება არგენტინიდან ჩრდილო ჩილემდე. ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში ბინადრობს დარვინის ნანდუ.