აბაშიძე დიმიტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაშიძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე (1893, 9(21)/X – ) – კინორეჟისორი, ქართული სამეცნიერო პოპულარული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი რეჟისორობით გადაიღეს სამეცნიერო-პოპულარული კინოფილმები: „სიილოსი“, „მალარია“, „პირტახტიანი ტიფი“, „განახლებული მინა“, „საბჭოთა ჩაი“ (სასწავლო-საინსტრუქტაჟო ფილმი), „ქართული ჩაი“ (სამეცნიერო-პოპულარული ფილმი სასოფლო-სამეურნეო გამოფენისთვის), „როლი და წარმოშობა ცხოველთა ინდივიდუალურ ყოფა-ქცევაში“ (აკად. ი. ბერიტაშვილის ცდების მაჩვენებელი) და სხვ.
მის შესახებ
კინოხელოვნება მეცნიერებისა და ტექნიკის სამსახურში // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1950. – № 10.