ლუფარების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:31, 19 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუფარების ოჯახი – pomatomidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორილასნაირნი
ოჯახი: ლუფარისებრნი

სხეული დაბალი, გვერდებიდან შებრტყელებული და ქერცლითაა დაფარული. კუდის ღერო მაღალია. თავი დიდი და გვერდებიდან შებრტყელებულია. ლაყუჩის სახურავის ძვლებზე ქიცვები და კაკვები ·რა აქეს. მხოლოდ ლაყუჩის წინა სახურავის ძვალი კიდეებზე ოდნავ ხერხისებურია. ლაყუჩთა აპკები ლაყუჩთშორის შუალედებთან შეზრდილი არ არის. პირი დიდია, ყბების წინა ძვლები გამოწევადია. ყბებეზე ერთ რიგად განლაგებული კბილებია, რომელთა შორის ზოგიერთები ეშვისებურია, მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების ქვევით სხედან. ზურგის ორი ფარფლი აქვს; პირველი, რომელშიც ქიცვიანი (ეკლიანი) სხივებია, მეორეზე საგრძნობლად მოკლეა. ანალური ·ფარფლი სიგრძით ზურგის მეორე ფარფლის თითქმის ტოლია.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები