იუსტიცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:53, 2 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იუსტიცია – (რომ.) მართლმსაჯულების რომაული განსახიერება.
ლეგენდის თანახმად, როდესაც რკინის ხანა დადგა, იუსტიციამ მიატოვა სისხლით მორწყული დედამიწა.
იუსტიციას ხშირად აიგივებდნენ ბერძნულ ღვთაებებთან – დიკესთან და თემისთან. რომში არსებობდა იუსტიციას კულტი და მას, თემისის მსგავსად, სასწორით ხელში წარმოსახავდნენ.