ფებრისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფებრისი – (რომ.) „ციებ-ცხელება“.
რომში თითქმის ყოველ მოვლენას თავისი ღვთაება ჰყავდა. მათ შორის იყო ციებ-ცხელების ღმერთი ფებრისი, რომელსაც შეწუხებული ჰყოლია ლატიუმის მოსახლეობა. რომში მას სამი საკურთხეველი აუგეს.