დუმბაძე ნათელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:55, 7 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნათელა დუმბაძე – ქართველი პოეტი. დაიბადა 1955 წლის 3 დეკემბერს, ქედის რაიონის სოფელ მეძიბნაში.
1972 წელს დაამთავრა ქედის საშუალო სკოლა, 1978 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა – ქართული ენა, ლიტერატურა, გერმანული ენა).
სხვადასხვა დროს მუშაობდა: მეძიბნას რვაწლიან სკოლაში, ქართული ენის, ლიტერატურის და გერმანული ენის მასწავლებლად; ქედის რაიკომის პოლიტგანათლების კაბინეტის ბიბლიოთეკარად; ქედის საშუალო სკოლის ორგანიზატორად და მასწავლებლად.
1992-2012 წლებში ამავე სკოლაში ასწავლიდა გერმანულ ენას, 2012-2019 წლებში – ქართულ ენასა და ლიტერატურას.
გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: „მზიანი სიზმარი“ (1985), „წვიმის ფარდები“ (1989), „იმედი რომ არ…“ (2016).