იანძი
იანძი – (ჩინ.: 長, ცისფერი მდინარე) წყნაროკეანური რეგიონის და მთლიანად აზიის უდიდესი მდინარეა, რომლის სიგრძე 5520კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 1800000კმ2. იგი „იბადება“ ტიბეტის მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში მრავალრიცხოვანი სათავეებისაგან, რომლებიც მყინვარებიდან იწყება. ჩაედინება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში. ზემო დინებაზე ტიპიური მთის მდინარეა, უზარმაზარი (5კმ-მდე) ვარდნით. მთებიდან გამოსვლის შემდეგ შუა დინებაზე კვეთს ვრცელ ტექტონიკურ სიჩუანის ქვაბულს (წითელი აუზი). მთიანი მასივების გადაკვეთისას მდინარე აჩენს მრავალრიცხოვან ჭორომებს რაც ნაოსნობას აბრკოლებს. დიდი ჩინეთის ვაკის ფარგლებში მდინარე იტოტება და ჩნდება მრავალრიცხოვანი ტბები რომელთა ფართობი წყალდიდობისას ძლიერ მატულობს.
იანძი წყალუხვია მთელი წელი, ზაფხულის მკვეთრად გამოსატული მაქსიმუმით, როცა ქვემო დინებაზე დონე აიწევს 10- 15მ-ით, რაშიც მუსონურ წვიმებთან ერთად დიდია ნადნობი წყლის წილი. მის ჩამონადენს მნიშვნელოვნად არეგულირებს მრავალრიცხოვანი ტბები. ქვემო დინებაზე მნიშენელოვან მანძილზე ვრცელდება ზღვის მიმოქცევის ტალლები, რომლის შედეგადაც მდინარის წყლის დონე ყოველდღიურად აიწევს 4-5 მ-მდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან შეადგენს 34000მ3/წმ, ხოლო წლიური ჩამონადენი 1072კმ3. მდინარეს გამოაქვს კოლოსალური რაოდენობის ნაშალი მასალა (მყარი ჩამონადენი). წლიურად 400-500 მლნ ტინა.
იანძი დიდი სატრანსპორტო (სანაოსნო) მდინარეა (დაახლოებით 3000კმ სიგრძეზე). მისი წყალი ფართოდ გამოიყენება სარწყავად. შესართავში წარმოქმნილი აქვს სწრაფად მზარდი (დაახლოებით ერთი კმ-40 წელიწადში) დელტა.