პაირიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:04, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პაირიკა – (ირან.) მდედრ არსებათა ჯგუფი, რომელიც ბუნების უარყოფით მოვლენებს – გვალვას, მოუსავლიანობას, კუდიან ვარსკვლავებს და სხვათ განასახიერებს. ზოგჯერ პაირიკა როსკიპთა და შემპარავად მოსაუბრე ქალების სახით ევლინებიან ადამიანებს და მართალი გზიდან აცდენენ.