ბალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:41, 28 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალა – (შუმერ.) „ცვლილება“, „ტრიალი“, ღმერთის ან ქალღმერთის მიერ რომელიმე დინასტიის განმგებლობის ან ისტორიული მონაკვეთის მფარველობის ხანა, ხანგრძლივობა.
წინასწარ დასაზღვრული ბალა ისეთივე აუცილებელი ატრიბუტია მეფისა, როგორც გვირგვინი, კვერთხი და ტახტი. მეფობის ბალა შეიძლება იყოს კეთილი ან ბოროტი.