სალუდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 21 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სალუდე - საგანგებო ნაგებობა საქართველოს მთიანეთში, სადაც წარმოებდა ლუდის დადუღება. სალუდეში ინახებოდა ყველა ის ინვენტარი, რომელიც საჭირო იყო ამ პროცესის წარმართვისათვის. სალუდე ხატის კომპლექსის ერთ-ერთი საკრალური ნაგებობაა (ხევს). იგი შედის ისეთ სარიტუალო ნაგებობათა რიგში, როგორიცაა დარბაზი, საზარე, ბეღელი.
- ე.ნ.
