ნადარეიშვილი თამაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამაზ ნადარეიშვილი

თამაზ ნადარეიშვილი – (დ. 19 ივლისი, 1954, გაგრა — გ. 31 აგვისტო, 2004). ქართველი პოლიტიკოსი, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და კავკასიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავე დროს აფხაზეთის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი.მაიორი.

განათლება

დაიბადა ქალაქ გაგრაში. 1971 წელს დაამთავრა გაგრის პირველი საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ, 1971-1974 წლებში, იყო თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სამეთაურო სასწავლებლის კურსანტი (1975). 1981 წელს დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

  • 1974-1979 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ასსრ (ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გაგრის საქალაქო განყოფილებაში უშიშროების კომიტეტის სამთავრობო კავშირგაბმულობის განყოფილების თანამშრომლად;
  • 1979-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს ალკკ გაგრის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგედ, კომპარტიის გაგრის ქალაქკომის
  • ინსტრუქტორად, შემდეგ – განყოფილების გამგედ და მეორე მდივნად;
  • 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
  • 1992-1993 წლებში მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ;
  • 1993 წელს იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი, ხოლო 1993-1995 წლებში – მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი;
  • 1993 წლის 28 აპრილს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
  • 1995 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. არჩეული იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად (1990-1992 წწ.), საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრად (1992-1995 წწ.) და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრად (1999-2003 წწ.).
  • აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი.

დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის“ I ხარისხის ორდენით (18.07.1993 წ.).
მინიჭებული აქვს გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია (1998 წ.);


დაცული ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ეთნიკური წმენდა და გენოციდი – აგრესიული სეპარატიზმის იარაღი“. არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და უამრავი პუბლიკაციის ავტორი.

გარდაიცვალა გულის შეტევით 2004 წლის 31 აგვისტოს, 50 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები